ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფში“ თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 839 ერთეული, სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 000 ლარს აღემატება.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.