საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს შეხვდა

13 მარტი 2018, 00:00 2017 ნახვა

თითქმის 2 საათი გაგრძელდა “ქართული ოცნების” ოფისში  დახურულ კარს მიღმა პრემიერ მინისტრის შეხვედრა  საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის წევრებთან. არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუცია ერთ-ერთი საკითხი იყო, რასაც მმართველი ძალის წევრები განიხილავდნენ.

მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ კონკრეტდება შედგა თუ არა ოპოზიციასთან შეთანხმება რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე. “ევროპულ საქართველოსა” და “ქართულ ოცნებას” შორის კონსულტაციები ხვალ გაგრძელდება.

ოპოზიციასთან შეთანხმება მნიშვნელოვანია,  მაგრამ არა თვითმიზანი - ამბობენ “ქართულ ოცნებაში.”  მმართველ ძალაში მიაჩნიათ, რომ ისინი პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის წარმოებას აგრძელებენ. 

ამავე კატეგორიაში