გადასატანად გამზადებული ევკალიპტი და გაჩეხილი 50 ნაძვი

12 მარტი 2018, 00:00 4965 ნახვა

ერთ ხეს შეწირული ათობით ხე ქობულეთის სოფელ კვირიკეში. გზის გასწრივ, იქ სადაც დენდროლოგიური პარკისთვის ნაყიდი საუკუნის ევკალიპტი უნდა გაატარონ, ხეები მოჭრეს. ტერიტორია კერძოა.

ფულს გადაუხდიან იმას, ვისგანაც ხე იყიდეს და იმათ ვის საკუთრებაშიც ხეები გაჩეხეს. ქობულეთის მერი კანონმდებლობას იშველიებს – ოპოზიციის პროტესტს გაჩეხილი ხეების უსტატუსობას და მერიის უფლებამოსილებას უპირისპირებს – ამბობს რომ მათ არ ჰქონდათ უფლება ჩარეულიყვნენ კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილებაში.

ირწმუნება რომ ხეები არ იყო რეგისტრირებული  ქარსაცავ ზოლად. აღსანიშნავია, რომ სტატუსი ქვეყანაში არსებული ქარისგან დამცავი ზონების უმრავლესობას არ აქვს, ამასთან განსაზღვრული არაა კონკრეტულად ვის ევალება მოვლა-პატრონობა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი