შუახევის კულტურის ცენტრის ანგარიში

04 ივლისი 2016, 00:00 2609 ნახვა

შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მუშაობის 6 თვის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც 17 ღონისძიებისთვის 22 ათას 800 ლარი დაიხარჯა. წელს უწყების ბიუჯეტი 52 ათას 500 ლარია. დღესვე კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს და საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულ ანსამბლებს შუახევის გამგებელი შეხვდა. უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ფესვები" საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალის გამარჯვებული "ქორეოგრაფიული ანსამბლის" ნომინაციაში გახდა. საპრიზო ადგილი შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემსრულებლებმა "ინდივიდუალური შემსრულებლისა" და "ავთენტური ჯგუფის" ნომინაციაშიც მოიპოვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი