ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა

10 მარტი 2018, 00:00 40342 ნახვა

ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა. მოქალაქის შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ცენტრში 11 საათსა და 56 წუთზე შევიდა. 

ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით ჩვილი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია და მას ყელის არეში ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 112-ე მუხლით აღძრა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.       

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი