გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

09 მარტი 2018, 00:00 6140 ნახვა

8 წლის გოგოს მიმართ, გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 63 წლის კაცს,  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 3 წელსა და 4 თვეს ის საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს,  წელიწადი და რვა თვე კი, პირობით პატიმრობაში იქნება.

ადვოკატი სოლომონ კოჩალიძე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ის ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას მოითხოვს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფრო მსუბუქი სასჯელის ფორმა უნდა შეეფარდოს. 

იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებდა,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა.

შემთხვევა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა. ბავშვი სოციალური სააგენტოს პროგრამაშიც იყო ჩართული, მასთან ფსიქოლოგებმა იმუშავეს.

კაცი, რომელსაც გარყვნილი ქმედების ჩადენაში სდებდნენ ბრალს, ბავშვთან შეხებას “მოფერებას” უწოდებდა და ამას დანაშაულად არ მიიჩნევდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი