8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 63 წლის კაცის პროცესი

09 მარტი 2018, 00:00 4651 ნახვა

8 წლის გოგოს მიმართ, გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 63 წლის კაცის ბოლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სხდომაზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. წინა პროცესი 24 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო.

საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს, რის გამოც მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი სხდომებს ხურავს.

პროკურატურა, წინასწარ პატიმრობაში მყოფის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს.

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხევაში 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასჯელის შემსუბუქებას ბრალდებულის ადვოკატი მოითხოვს. უფლებადამცველი არ მალავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსგავსი ქმედების გამო, 1991 წელს, ერთხელ უკვე ნასამართლევია.  

ოჯახის წევრების თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ 8 წლის გოგონას ცხოვრების სტილი შეიცვალა. აჭარის მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში, არასრულწლოვანის დედა ყვება, რომ მოზარდი სხვა სკოლაში გადაიყვანეს, სახლში თითქმის არ მიჰყავთ, მისი ძმა კი გარეთ გასვლაზე უარს ამბობს.

დედის ამ  ყველაფერში მეზობლებს ადანაშაულებს.  ამბობს, რომ აგრესია იმ მეზობლებისგან მოდის, რომლებიც ფიქრობენ, რომ 63 წლის კაცს დანაშაული არ ჩაუდენია. 

8 წლის გოგონა, სოციალური სააგენტოს პროგრამაშია ჩართული, მასთან ფსიქოლოგებმა იმუშავეს. კაცი, რომელსაც გარყვნილი ქმედების ჩადენაში სდებენ ბრალს, ბავშვთან შეხებას, “მოფერებას”, გასული წლის ოქტომბერში არ უარყოფდა, თუმცა ფაქტს დანაშაულად არ მიიჩნევდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი