რეზოლუციის ტექსტზე პარლამენტში ვერ შეთანხმდნენ

07 მარტი 2018, 00:00 2143 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე პარლამენტში ჯერ - ჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მმართველ ძალასა და საპარლამენტო უმცირესობას შორის  კონსულტაციები გრძელდება. რაზე ვერ თანხმდებიან კანონმდებლები არ აკონკრეტებენ. მიუხედავად იმისა რომ რეზოლუციის დაგვიანებულს მიიჩნევს პროცესში შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობაც” ჩაერთოს. 

“პატრიოტთა ალიანსმა” დღეს  მოსკოვთან და დე ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირი დიალოგის დაწყება მოითხოვა. მმართველი ძალა სამშვიდობო პოლიტიკასა და დეოკუპაციაზე აკეთებს აქცენტს. საკანონმდებლო ორგანოში ორი ინიცირებული დოკუმენტიდან ოპოზიციური  ვარიანტით სანქციები უნდა დაწესდეს და ე.წ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია შედგეს. მმართველი ძალის დოკუმენტის თანახმად,  საქმეზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს  და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები  შევიდნენ. ტატუნაშვილის საქმე დღეს პოლიტიკური გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში