სახიფათო ინტერნეტ თამაშები - 5 აღკვეთილი საქმე

07 მარტი 2018, 00:00 6440 ნახვა

მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა ადასტურებს რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული. არასრულწლოვანი “მთავარს” უყვება რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. ამასთან აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.

სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 5 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს, მიუხედავად ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროში თამაშის საქართველოში გავრცელებას დღემდე არ ადასტურებენ. სამართალდამცველები გამოძიებას განაგრძობენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში