ანატოლი ბიბილოვის განცხადება

07 მარტი 2018, 00:00 1178 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. ამის შესახებ მან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მისცეს მათ საშუალება ყველაფერი კანონის გზით გააკეთონ.

ბიბილოვის თქმით, საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება. თავის მხრივ, თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან „ტატუნაშვილის ცხედარი უკვე ორი კვირაა, რაც სამხრეთ ოსეთშია“.

ამავე კატეგორიაში