გერმანიის შემდეგ საფრანგეთი – ევროპის კიდევ ერთი წამყვანი ქვეყნის დიპლომატი საუბრობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების გახშირებასა და თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რიცხვზე.
პასკალ მენიე ამასთან აცხადებს, რომ მოქალაქეების სამარცხვინო საქციელის გამო არ უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იყენებენ უვიზო მიმოსვლის პირობებს. გაზრდილი კრიმინალით შეწუხებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.
სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა გერმანიასა და საფრანგეთს, მანამდე გერმანიის დელეგაცია იმყოფება ორდღიანი ვიზიტით საქართველოში.