მიმართვა პროკურატურას

04 ივლისი 2016, 00:00 3620 ნახვა

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი პროკურატურას მოუწოდებს წინა ხელისუფლების დროს, სიმბოლურ ფასად გასხვისებული ობიექტები შეისწავლოს. მერაბ ღოღობერიძის თქმით, კოსტავას 9 ნომერში ყოფილი სტამბის შენობა ლევან ვარშალომიძის მმართველობის დროს 1 ლარად გასხვისდა, პირობის თანახმად ინვესტორს სასტუმრო უნდა გაეხსნა და ხალხი უნდა დაესაქმებინა, თუმცა შენობა დღემდე უმოქმედოა. მისივე თქმით შენობა 2009 წლის შემდეგ რამდენჯერმე გასხვისდა. საკითხზე კომენტარი გააკეთა ლევან ვარშალომიძემ. მისი  განცხადებით, თუ ინვესტორ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს გააჩნია ბერკეტი, რომლითაც გასხვისებული ობიექტის უკან დაბრუნება შეუძლია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი