ზაზა ართმელაძის ოჯახის განცხადება

05 მარტი 2018, 00:00 2845 ნახვა

შესაძლო ჩარევისა და ირაკლი შავაძის ბრალდებების შემდეგ, ზაზა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით, ამჯერად ოჯახი ადანაშაულებს დავით მამისეიშვილს მიზანმიმართულ დევნაში.

ქობულეთში, 3 წლის წინ ხანძრის შედეგად 3 მოზარდის დაღუპვის ფაქტზე, ბრალდებული ზაზა ართმელაძის ოჯახი ფიქრობს რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე პირადი ინტერესებით მოქმედებდა და არ განიხილავდა საქმეს ობიექტურად.

ბრალდებებისთვის მამისეიშვილს დღეს პასუხი არ გაუცია, მანამდე კი ირაკლი შავაძის განცხადებებთან დაკავშირებით არაერთხელ აღნიშნა, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არსებული გარემოებებით იყო განპირობებული.

5 თვის თავზე ირაკლი შავაძემ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და ართმელაძე, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე პატიმრობიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოჯახი ფიქრობს რომ მამისეიშვილი მათ მიმართ ნეგატიურად ყოფილი მოსამართლის მამუკა ახვლედიანის გამო განეწყო, რომელიც მათი ნათესავია.

დავით მამისეიშვილმა გასულ წელს სწორედ მამუკა ახვლედიანი დაადანაშაულა ჩარევისა და გავლენის მოხდენის მცდელობაში, რასაც თავის მხრივ უარყოფდა ყოფილი მოსამართლე. ოჯახი კიდევ ერთ საქმეზე საუბრობს – საქმე ეხება საბანკო ვალდებულებებს - ზაზა ართმელაძის შვილის, ნიკა ართმელაძის მტკიცებით, ბანკის წარმომადგენლები ფორსმაჟორულ მდგომარეობას ითვალისწინებდნენ, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ კი დავით მამისეიშვილის დავალებით ოჯახს ვალდებულების დაუყოვნებლივი დაფარვა დააკისრა და საშეღავათო პერიოდი არ მისცა. შეგახსენებთ ბრალდებებთნ დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომენტარი არ კეთდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი