ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

05 მარტი 2018, 00:00 3441 ნახვა

სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბათუმში, სენაკსა და თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობს ანგარიშსწორების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს. აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერი კი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს.

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი აიყვანეს. მათგან სამი წარსულში უკვე ნასამართლევია.

დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.დ., 1987 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი