ხარაულისა და მერისის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას გეგმავს ქედის მერია. შეიღებება შენობის ფასადი, კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება სამზარეულოსა და საძინებლებს. დასრულდება ზუნდაგის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით 8 საბავშვო ბაღში ეზოები კეთილმოეწყობა და ატრაქციონები განთავსდება. ჯამში სამუშაოებისთვის 560 ათასი ლარი დაიხარჯება. ქედის მუნიციპალიტეტში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.