თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში საქმის გაგზავნას გეგმავს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით საგამოძიებო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს, იგი სამართლებრივი გზით სიმართლის დადგენას ითხოვს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.