“მშვიდობა ომზე მეტია!”

04 მარტი 2018, 00:00 2404 ნახვა

"მშვიდობა ომზე მეტია"-ამ სახელწოდებით დღეს  არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია 12 ქალაქში იგეგმება. აქციას ორგანიზებას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი უწევს. მთავარი მოთხოვნა გარდაცვლილი ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენება და საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებაა.

ორგანიზატორები პოლიტიკოსებს და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ პროტესტს. ასევე მიმართავენ, მედიასაშუალებებს შეუერთდნენ აქციას და მაქსიმალურად გააშუქონ ქართული საზოგადოების პოზიცია. ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას უერთდება ფეხბურთის ფედერაციაც, რის გამოც დღეს დაგეგმილი მატჩები გადაიდო. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით აქციას სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ორგანიზაციები, კვებისა და კომერციული ობიექტები და აქციის პერიოდში, მუშაობას წყვეტენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი