ცვლილებები ''უმაღლესი განათლების შესახებ'' კანონში

01 მარტი 2018, 00:00 3396 ნახვა

ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი “უმაღლესი განათლების შესახებ კანონშიც.” პაკეტი პარლამენტმა კომიტეტების სხდომებზე უკვე განიხილა.

პლენარულ ფორმატში მოსმენების და მხარდაჭერის, ასევე მინისტრის ბრძანების გამოცემის შემდეგ კი შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სწავლების 4-დან 3 წლამდე შემცირება, მაგისტრანტებისთვის კი 2-დან 1 წლამდე.

ცვლილება არ გულისხმობს ყველა მიმართულების სპეციალობისთვის სასწავლო კურსის შემცირებას, ეს დამოკიდებული იქნება სასწავლებელზე, რომელიც თავად გადაწყვეტს რა ვადაზე გადაანაწილოს კრედიტები.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი