საფეხბურთო კლუბების ფინანსური ხარჯები

28 თებერვალი 2018, 00:00 2547 ნახვა

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ანგარიში და დახარჯული ასობით ათასი ლარის მიუხედავად დარჩენილი დავალიანება – ბათუმის დინამომ გასულ წელს ფონდიდან მილიონნახვეარი ლარი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბს სხვა შემოსავალიც ჰქონდა, ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება მაინც რჩება, საუბარია დაახლოებით 350 ათას ლარზე. “დინამო” წელს უკვე ეროვნულ ლიგა ორშია დაქვეითებული, შესაბამისად შეუმცირდება დაფინანსებაც.

ცნობილია რომ იგეგმება კლუბის განკერძოება. ბოლო 2 თვეა აქტიურად საუბრობენ დაინტერესებულ კომპანიებზე, თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ იყიდის კლუბს. ცნობილია, რომ ხვალიდან საქართველოში ეროვნული ლიგის გათამაშებების - 2018 წლის სეზონი იხსნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში