იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზადაა მოსამართლე შავაძის განცხადებებზე იმსჯელოს

26 თებერვალი 2018, 00:00 1781 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე უახლოეს მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგებიან. აღნიშნული საკითხი დღეს საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დააყენა. შეხვედრის კონკრეტული დრო უცნობია, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ამისთვის მზაობა გამოთქვეს. მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმდჯომარესთან ღია დაპირისპირებაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი