კომპანია „ბათუმის წყალი" ქალაქის სამი სხვადასხვა უბნისთვის მიწოდებული და გახარჯული წყლის საერთო რაოდენობების შედარების მიზნით, ნულოვანი ტესტირების ჩატარებას გეგმავს.
სამუშაოების ჩატარების განმავლობაში, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 00:00-დან 05:00 საათამდე შეუწყდება: ლადო ასათიანის, სულხან-საბა ორბელიანისა და გრიგოლ ფერაძის ქუჩებს.
სელიმ ხიმშიაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს - ჭავჭავაძის, პუშკინის, გ. ბრწყინვალის, ჩაიკოვსკის, მამია კომახიძის, ოსტროვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში.
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩას - ჭავჭავაძიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე.
26 მაისის ქუჩას - ჭავჭავაძიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.
ლუკა ასათიანის ქუჩას - ჭავჭავაძიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე.
ლერმონტოვის ქუჩას - ბაგრატიონიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე.
გენ. აბაშიძის ქუჩას - ვარშანიძიდან სულხან-საბა ორბელიანის ქუჩამდე.
ჰ. აბაშიძის, მელიქიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს - ჭავჭავაძიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე.
ნულოვანი ტესტის ჩატარების შემდეგ, „ბათუმის წყალს“ ექნება ზუსტი მონაცემები მოსახლეობის მიერ გამოყენებული და სხვადსხვა დაზიანებებისა, თუ მცირე გაჟონვების შედეგად დაკარგული წყლის საერთო რაოდენობის შესახებ - წერია განცხადებაში.