ავარიის შედეგად 5 ავტომობილი დაზიანდა, ერთი მოქალაქე კი დაშავდა

23 თებერვალი 2018, 00:00 9864 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ჩაიკოვსკისა და ხიმშიაშვილი ქუჩების კვეთაში. თვითმხილველების თქმით, ჯიპის ტიპი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. დაზიანდა პარკინგზე მდგომი  კიდევ სამი მსუბუქი ავტომანქანა. 

ავარიის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით ის კონტაქტური იყო.  

ჩაიკოვსკისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ბოლო ერთ კვირაში, ავარია სამჯერ მოხდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები აქ ხშირად ხდება. მათი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ნიშნები განთავსებული არ არის, რაც პრობლემებს ქმნის. ისინი საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი