ქართულ პოლიტიკას, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ლევან ვარშალომიძე უბრუნდება. დღეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, ბათუმში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ბრუნდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძეს სარფში დახვდებიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში ლევან ვარშალომიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იქნება.