ბათუმის უნივერსიტეტი 10 სამეცნიერო კვლევას აფინანსებს

21 თებერვალი 2018, 00:00 3642 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია სამეცნიერო-კვლევით პროექტებს აფინანსებს. წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეების ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 10-მა პროექტმა გაიმარჯვა, რომელთაგან ერთ-ერთი სტუდენტების განწყობების შესწავლას ეხება.

უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან წელს ახალგაზრდა მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის პროექტების დასაფინანსებლად 180 ათასი ლარი დაიხარჯება. გამარჯვებული პროექტები 6 მიმართულებას ეხება, მათ შორის საბუნებისმეტყველოს, ინჟინერიას, ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი