ტელეკომპანია “იბერიის” ხელმძღვანელობის განცხადება

21 თებერვალი 2018, 00:00 2261 ნახვა

ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში გუშინ განაცხადა.  მისი თქმით, საუბარია ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფისთვის“ მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, პრობლემა ტელეკომპანია „იბერიასაც“ შეუქმნას. საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა ასევე გუშინ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა ჯგუფი“ და მასში შემავალი კომპანიები - რომლებიც აღმოჩნდნენ სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ.

არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმინართულად, იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფლი სარედაქციო პოლიტიკით. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, გარკვეული ზეწოლის მცდელობაზე ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამაც ისაუბრეს. “ტვ პირველის” წამყვანის ჟიჟილაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ბაზარზე არსებული პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასივრცის არსებობა დისკომფორტს უქმნის.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში