საგზაო უსაფრთხოების კვირეული

02 ივლისი 2016, 00:00 3476 ნახვა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპნაიას ბათუმიც შეუერთდა. კვირეული ანბანის კოშკთან გამოფენით გაიხსნა. სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო საინფორმაციო კუთხე და საგზაო უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ვიდეო-რგოლის ჩვენება. ყოველდღიურად,  8 ივლისამდე ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით - გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ველომარათონი და ველოსიპედების მართვის მოწმობის გაცემა ბავშვებისთვის. კამპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი