დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება ხელვაჩაურში

19 თებერვალი 2018, 00:00 1644 ნახვა

ხელვაჩაურის მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება შეიქმნება. გადაწყვეტიელბა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მერის ინფორმაციით, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მომუშავე სპეციალისტებს კონკურსის წესით აირჩევენ, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სამსახურს მმართველი გუნდის აქტივისტების დასაქმებისთვის ქმნიან, რადგან მუნიციპალიტეტს დონორ ორგანიზაციებთან კავშირი არა აქვს.   

საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დამტკიცა, რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულები მობილობის პრინციპით გადანაწილდება, ხოლო ახალი შტატები კონკურსის წესით შეივსება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი