ენმ ტურიზმის დეპარტამენტს ტენდერების კონკრეტულ პირებზე მორგებაში ადანაშაულებს, ფაქტები არ სახელდება

19 თებერვალი 2018, 00:00 2115 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს გამარტივებული ტენდერების კონკრეტულ პირებზე მორგებაში ადანაშაულებს. ბრიფინგი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ადამიამ გამართა და განაცხადა, რომ 2017-18 წლებში, დეპარტამენტმა 10 მილიონამდე ლარი გამარტივებული წესით მეგობრებზე და "ქართული ოცნების'' შემომწირველებზე გასცა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე კონკრეტულად დაესახელებინა მათთვის საეჭვო ტენდერები ან ადამიანები, ლაშა ადამიამ არ უპასუხა და განმარტა, რომ ამ საკითხზე დამატებით გააკეთებს ბრიფინგს. 

,,აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა მილიონები თავის ინტერესებს მოახმაროს. ტურიზმის დეპარტამენტი გამჭვირვალე ტენდერების ნაცვლად, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებს ატარებს , მონაწილეობას კი მათთვის სასურველი კომპანიები, მეგობრები და პარტიის შემომწირველები იღებენ" - განაცხადა ადამიამ. 

აჭარის ტურიზმის დეპარტრამენტში აცხადებენ, რომ უწყება რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას 16 ქვეყანაში ახორციელებს და ეს თანხა ამ მიმართულებით იხარჯება, რაც შეეხება ტენდერების საკითხს, დეპარტამენტში თვლიან, რომ ბრალდებები აბსურდულია. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში