ზაფხულის სეზონის გახსნა

02 ივლისი 2016, 00:00 4289 ნახვა

დღეს კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. სეზონის გახსნას „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და „ალიანს ჯგუგის“ მმართველი გიორგი ბიწაძე დაესწრებიან.  კურორტზე მოეწყობა ბანაკისტვის ტერიტორია,  საიდანაც  შესაძლებელი იქნება გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე.  მათ შორის:  ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბასა და    ბეშუმში.  სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე’’ საძირკველი ჩაეყრება დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს-რეზორტის“ მშენებლობას, რომელიც 24 თვეში დასრულდება.  კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7  კოტეჯი,  ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.  საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი