სცენის მშენებლობა

18 თებერვალი 2018, 00:00 1894 ნახვა

ქედაში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში სცენა შენდება. როგორც მერიაში ამბობენ, შესაძლოა პროექტში ცვლილება შევიდეს და ფართობი გაიზარდოს. სცენის მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა.

ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობისთვის კი “შპს ახალშენი” დაჯარიმდება. სცენის მოსაწყობად სულ 460 ათასი ლარია გამოყოფილი. პარკში გარე განათების დამონტაჟება და შადრევნის მოწყობაცაა დაგეგმილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი