იმუნიზაცია წითელას შემთხვევების შესამცირებლად

18 თებერვალი 2018, 00:00 1902 ნახვა

წითელას 197 შემთხვევა დაფიქსირდა  ახალი წლიდან დღემდე აჭარაში. 8 პაციენტი მკურნალობის კურსს სამედიცინო კლინიკაში ამ დრომდე გადის. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გართულებები არც ერთ  შემთხვევას არ მოჰყოლია. 

წითელას ვირუსი განსაკუთრებით აქტიური 16 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაშია. სტატისტიკურად შემთხვევების 50% სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიას დაუდგინდა. ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაავადების შესამცირებლად იმუნიზაცია აუცილებელია, რადგან აცრის შემთხვევაში დინამიკა მნიშვნელოვნად იკლებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში