პროექტი “10 გაკვეთილი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” წელსაც გრძელდება. დღეს სწავლება მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაუტარეს და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ანიმაციური ფილმებიც აჩვენეს.
"უსაფრთხოების 10 გაკვეთილი" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. სწავლება წელს ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში განხორციელდება.