ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ხვალიდან, ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობა შეიზღუდება. ქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შემდეგი სქემით შეძლებენ: გოგებაშვილის ქუჩიდან შავშეთისა და მაიაკოვსკის მიმართულებით, ბაქოს ქუჩაზე კი გოგებაშვილის, შავშეთისა და ერისთავის ქუჩებით გადაადგილდებიან. ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში ავტომობილები ბარცხანის ხიდით ისარგებლებენ. ამის გამო ცვლილება შეეხება მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტსაც.