ევროკავშირთა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. მესამე სექტორის წარმომადენლებმა მონიტორინგის შედეგები დემოკრატიის სკოლაში წარადგინეს. ექსპერტების განცხადებით, რეფორმების ნაწილი განხორციელდა, თუმცა ნეგატიური ტენდენციაა სხვადასხვა მიმართულებით ევროდირექტივის შესრულების კუთხით. მათი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ხშირ შემთხვევაში დადგენილ ვადებში არ სრულდება.
მომხსნებლებმა უკვე მიღებული რეგულაციების აღსრულების პრობლემაზეც ისაუბრეს. დისკუსია ოთხ მიმართულებას მოიცავდა: კორუფცია, გარემოს დაცვა, შრომითი უფლებები და მართლმსაჯულება. შეხვედრა ფონდ ~ღია საზოგადოება საქართველოსა~ და ~აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის~ ინიციატივით გაიმართა.