რეორგანიზაცია საკრებულოში და სამსახურიდან გათავისუფლებული შესყიდვების განყოფილების უფროსის პროტესტი – მამუკა ქარცივაძე ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. რეორგანიზაციის შედეგად კიდევ ერთი სამსახური გაუქმდა, თუმცა პროტოკოლის უფროსს შემცირება არ შეხებია.
საშტატო ნუსხა 49-დან 45-მდე შემცირდა, 3 თანამშრომელი ხელშეკრულებით გააგრძელებს მუშაობას. დღესვე ცნობილი გახდა რომ დეპუტატებს, რომლებიც არ იკავებენ თანამდებობებს, უფლებამოსილების ხარჯი 400-დან 600 ლარამდე გაეზარდათ.
პროტესტი იყო დილიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზი – ნაციონალურმა მოძრაობამ სტიკერი, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარისა და ბაღის მასწავლებლის ხელფასი იყო დატანილი, ტრიბუნაზე გააკრა – ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მომდევნო სხდომისთვის მერია საბავშვო ბაღების მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდას გეგმავს.