სახლი რომელიც საფრთხეს უქმნის მოზარდებს – სხალთის საჯარო სკოლასთან არსებული ყოფილი პანსიონის შენობა ავარიულია. იქ ხშირად იქვე მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვები და სკოლის მოსწავლეები თამაშობენ. ერთ მხარეს კი ორი თვითნებურად შესახლებული ოჯახი ცხოვრობს.
შაინიძეებს 25 ათასლარიან პროგრამაში ჩართავენ, თუმცა როდის ჯერ-ჯერობით უცნობია. გორგილაძეების შესახებ კი მერიაში ამბობენ რომ მათ ერთხელ უკვე გადასცეს სახლის ასაშენებლად ხის მასალა, რომელიც ოჯახის მტკიცებით არ იყო საკმარისი.
რაც შეეხება ნახევრადდანგრეულ შენობას - განათლების სამინისტროს რესურსცენტრში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, ასე რომ საფრთხის შემცველი შენობის ბედი ჯერ გაურკვეველია.