საქართველოში მცხოვრები 10 ათასზე მეტი ადამიანი წერა-კითხვის უცოდინარია, დაწყებითი განათლება კი 100 ათასზე მეტს არ აქვს მიღებული – ეს ოფიციალური სტატისტიკაა და ძირითადად 10 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს ეხება.
გაცილებით მაღალ რიცხვებს ასახელებენ მესამე სექტორში. ამბობენ, რომ საქსტატის მონაცემებში ვერ მოხვდნენ მიუსაფარი ბავშვები. წერა-კითხვის და საბაზო განათლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები – ეს 21 საუკუნის მსოფლიოს გამოწვევაა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოზარდების მიერ ადრეულ ასაკში სკოლის დატოვებაა, რა დროსაც საკუთარი როლი უნდა აჩვენოს სახელმწიფომ და სკოლამ – როლი, რომლითაც შესაძლო სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი მშობლის გადაწყვეტილებაში სახელმწიფო პოზიტიურად ჩაერევა.