ორად გაყოფილმა, თუმცა ერთადერთმა კომიტეტმა რომელიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
მოტივირებული შენიშვნების განხილვა პარლამენტში დაწყებულია, პარალელურად კვირის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარე მედია-მენეჯერებთან მორიგი შეხვედრის გამართვას გეგმავს. როგორც იცით კერძო მედია ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. პროცესში არ იყო ჩართული და საფრთხეებს ხედავს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.