ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, კურორტ გოდერძის მიმართულებით მოძრაობა მეორე დღეა შეფერხებულია. სოფელ ბოძაურთან მეწყერი გუშინ ჩამოწვა, მიწის მასამ საავტომობილო გზა მთლიანად წაიღო.
''ჯვარიქეთის'' მონაკვეთზე, დროებითი გზის გასაჭრელად მძიმე ტექნიკა მუშაობს.
მოქალაქეები გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით შემოვლითი გზით, სოფელ კორტოხის გავლით გადაადგილდებიან.
გეოლოგებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს და ახლა სპეციალისტები მდგომარეობას სხვა პრობლემურ უბნებში ეცნობიან.
ბათუმი ახალციხის მაგისტრალი დღის ბოლომდე გაიხსნება და მოძრაობა აღდგება აცხადებენ ხულოს მერიაში.