ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

13 თებერვალი 2018, 00:00 2482 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს საპორტო ქალაქებში სისტემატურად იმართება თურქეთის საზღვაო ძალების სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდების ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც ნატოს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება ქართულ-თურქული ერთობლივი წვრთნები. 

ამავე კატეგორიაში