დასაქმების სააგენტოს პროგრამის ბენეფიციარებისთვის საწარმოო პრაქტიკის 2 თვიანი კურსი დაიწყო. 400-მდე მსურველიდან შერჩეულმა 120-მა ბენეფიციარმა სწავლების თეორიული კურსი უკვე გაიარა. კურსდამთავრებულები სტაჟირებას აჭარაში მოქმედ კერძო სექტორში გაივლიან, რომლის შემდეგაც წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პროფესიის შესაბამისი საწარმოო იარაღები გადაეცემათ.