დეკანოზ გიორგი მამალაძე ცხრა წლით პატიმრობაში რჩება. დღეს ის დამნაშავედ ცნო სააპელაციო სასამართლომაც- პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მკვლელობის მომზადების მოტივის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც შურისძიების ნაცვლად ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.