სოფელ ჩეტკიძეებში დიასამიძეების საცხოვრებელი სახლი მთლანად დაიწვა

12 თებერვალი 2018, 00:00 3477 ნახვა

სოფელ ჩეტკიძეებში დიასამიძეების საცხოვრებელი სახლი მთლანად დაიწვა. ამ ეტაპზე 6 წევრიანი ოჯახი თავს მეზობლებს აფარებენ.  სახლში სამი მცირეწლოვანი ცხოვრობს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით მათ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს.
მერიაში განმარტავენ, რომ ოჯახს უახლოეს დღეებში ქირით გაიყვანენ. ხოლო შემდეგ შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ოჯახს 10 ათასი ლარით დაეხმარებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 188 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი