ენმ აუდიტის სამსახურს ნაპირსამაგრი სამუშაოების შესწავლას სთხოვს

10 თებერვალი 2018, 00:00 2400 ნახვა

ორშაბათიდან იგეგმება ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოების განახლება, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი მასში განხორციელებული ცვლილებები გახდა, ფონდის პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით გასულ წელს შტორმმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა, რის გამოც აღნიშნული მოწესრიგებაც გახდა საჭირო, ახალი პროექტის ღირებულება 55 მილიონი ლარია. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აუდიტის სამსახურს ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე ნაპირგამაგრებითი სამუშაოებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ პროექტით გათვალისწინებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი