სპორტი მთავარში

09 თებერვალი 2018, 00:00 2122 ნახვა

დღეს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა,  მითოლოგიით გაჯერებულმა საზეიმო გახსნის შთამაბეჭდავმა ცერემონიამ 2 საათს გასტანა. 35 ათასიან ოლიმპიურ სტადიონზე საქართველოს დელაგაციის მედროშეობა მოციგურავე მორის ყვითელაშვილს ერგო, სულ კი სამხრეთ კორეაში 4 ქართველი სპორტსმენი გამოვა. საერთო ჯამში ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას 93 ქვეყნის 3000 სპორტსმენი მიიღებს, ისინი ძალებს სპორტის 7 სახეობის 15 სხვადასხვა დისციპლინაში მოსინჯავენ. პიონგჩანგის ოლიმპიადაზე სულ მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება. წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადის დევიზია - სურვილი და გაერთიანება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ გუშინ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის საწყისი ორი წრის კალენდარი გამოაქვეყნა. ამრიგად, 2018 წლის სეზონი ოფიციალურად 1 მარტს დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, პირველ ეტაპზე ქვეყნის ექვსი ქალაქის სტადიონზე დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ეს ქალაქებია ფოთი, ქობულეთი, სამტრედია, წყალტუბო, ივანწმინდა და ბოლნისი. ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის განახლების თარიღია 3-4 აგვისტო. სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ზემოაღნიშნული სტადიონების გახსნა და გუნდების მშობლიურ, განახლებულ მოედნებზე დაბრუნება.

გუშინ, ესპანეთში კოპა დელ რეის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.  ბარსელონამ საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ვალენსია 0:2 ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.  ბარსას მაისურით პირველი გოლი გაიტანა ფილიპე კოუტინიომ,  მეორე კი ივან რაკიტიჩის ანგარიშზეა. აღსანიშნავია რომ ორივე საგოლე გადაცემა ლუი  სუარესმა გააკეთა. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 21 აპრილს, ერთმანეთს ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდებიან.

კალათბურთის ფედერაციის ოფისში 2018 წლის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. მერვედფინალში „ქუთაისი“ „ბათუმს“ შეხვდება, „დინამო“ „ოლიმპს“, „რუსთავი“ „მარნეულსა“ და „კაკტუსი“ „მგზავრებს. აღნიშნული შეხვედრები 14-15 თებერვალს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალები - 20 და 21 მარტს. ფინალური მატჩი კი მაისის დასაწყისშია ჩანიშნული. პლეი ოფის ყველა ეტაპზე გამარჯვებული ერთი მატჩით გამოვლინდება.

ნაციოონალ საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტი, მის ყოფილ გუნდს დალასს მავერიქს დაუპირისპირდა და 121:103 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა  8 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, საუკეთესო კი  24 ქულით კევინ  დურანტი იყო. პარალელურად ბოსტონმა ოვერტაიმში ვაშინგტონ ვიზარდსი 110:104 დაამარცხა, ხოლო ტორონტო რაპტორსმა, ნიუ-იორკ ნიქსი გაანადგურა, ანგარიშით 113: 88 .

დღეს ჭადრაკში ახალგაზრდებს შორის აჭარის ჩემპიონატი დასრულდა, ერთმანეთს სამი ასაკობრივი ჯგუფის მოჭადრაკეები   შეხვდნენ.  ტურნირში მონაწილეობა რეგიონის ყველა  მუნიციპალიტეტიდან  85 -მა სპორტსმენმა მიიღო, შეჯიბრი ფიდეს წესების მიხედვით., შვეიცარული და წრიული სისტემით ჩატარდა. ჩემპიონები კესარია გელაძე, ალექსანდრე მსხალაძე, ნინო ჟღენტი, გოგა ლორთქიფანიძე, სოფია ანთია და თენგიზ დიდმანიძე გახდნენ.

ამავე კატეგორიაში