შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისში ირანის მოქალაქე დააკავეს

09 თებერვალი 2018, 00:00 2985 ნახვა

 თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, რამდნიმე წუთის წინ,  სპეცოპერაცია დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სუსის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ირანის მოქალაქე აიყვანეს. 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ,  მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა.

"გ​ამოძიებამ დაადგინა, რომ ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მოიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია შსს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში