სპორტი მთავარში

08 თებერვალი 2018, 00:00 2125 ნახვა

დღეს თბილისს მსოფლიო თასი ეწვია. საფეხბურთო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა, ფეხბურთელმა და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, კრისტიან კარამბემ ჩამოიტანა. თასის დახვედრის საზეიმო ღონისძიებას ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები  ქართველ გულშემატკივარს უმაღლესი საფეხბურთო ტროფეის ხილვა 18:00 საათამდე შეეძლო. მსოფლიო თასის ტური   თბილისიდან ბაქოში გაგრძელდება. საბოლოოდ კი, თასი მოგზაურობას 30 აპრილს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაასრულებს. მსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური "კოკა-კოლამ" 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის.

პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ტრადიციული ცერემონია გაიმართა. ოლიმპიელებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით  ოლიმპიური სოფლის მერმა და მაგიდის ჩოგბურთში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა იუ სინ მინმა მიმართა. ცერემონიას  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და კულტურისა და სპორტის სამინისტროს წევრებთან ერთად სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხვადასხვა წლებში ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად მემორიალის კონსტრუქციაზე სიმბოლური ფერადი ლენტები დაკიდეს. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია ხვალ პიონჩანგის 35-ათასიან ოლიმპიურ სტადიონზე თბილისის დროით - 15 საათზე დაიწყება და 2 საათს გასტანს.ესპანეთის თასის იგივე კოპა დელ რეის პირველი ფინალისტი ს.კ. სევილია გახდა. გუშინ ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სევილიელებმა ლეგანესი 2:0 დაამარცხეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქეს  3:1 სძლიეს.  გოლები ხოაკინ კორეამ და ფრანკო ვასკესმა გაიტანეს. დღეს კი მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, ვალენსია საკუთარ მოედანზე ბარსელონას მიიღებს. შეგახსენებთ, კატალონიელებმა პირველ შეხვედრაში 1:0 იმარჯვეს, შესაბამისად დღევანდელ შეხვედრაში მათ  მცირე უპირატესობა ექნებათ. მატჩი მესტალიაზე ნოლ საათსა და 30 წუთზე დაიწყება. 

საინტერესო გამოდგა დღეს დილით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩი მინესოტა ტიმბერვულვზსა და კლივლენდ კავალიერსს შორის, ოვერტაიმში მეფე ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 140:138 იმარჯვა, გუნდებმა ენბიეის რეკორდიც დაამყარეს რადგან მატჩში 40 სამქულიანი ჩავარდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რაღათქმაუნდა ჯეიმსი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. 37 ქულასთან ერთად, 17 ასისტი და 10 მოხსნა დააგროვა. თამაში ოვერტაიმში სწორედ მისი წყალობით გადავიდა და ე.წ. გეიმვინერიც მის ანგარიშზეა. ტიმბერვულვსის შემადგენლობიდან კი 35 ქულით ბატლერი გამოირჩა. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, დეტროტმა ბრუკლინს სძლია, ჰიუსტონ როკეტსმა მაიამი ჰიტს 109-101 მოუგო, სან ანტონიო სპიორსმა კი ფინიქს სანსი გაანადგურა ანგარიშით 129-81.  

გუშინ, საქართველოს  საკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტურში, „ბათუმი“ სტუმრად ლიდერ „ქუთაისს“ დაუპირისპირდა და 78:71 დამარცხდა. შეხვედრის დასაწყისში უპირატესობა ქუთაისელებმა მოიპოვეს და პირველი ნახევარი 18 ქულის სხვაობით მოიგეს. „ბათუმმა“ ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლო, თუმცა ბოლო მეოთხედის მოსაგებად ძალები აღარ ეყო. ყველაზე შედეგიანი „ბათუმის“ კალათბურთელი სპენსერ კოლინსი იყო, რომელმაც გუნდს 25 ქულა მოუტანა.პარალელურად „რუსთავისა“ და მარნეულის „დელტას“ შეხვედრაც შედგა. რუსთაველებმა  მეტოქე  ოვერ ტაიმში 2 ქულის სხვაობით 101 : 99 დაამარცხეს. სუპერლიგას კვლავ ქუთაისის გუნდი ლიდერობს, ბათუმი კი მოწინავე ოთხეულში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის, მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ ბოსნიაკის გუნდი  საკუთარ კედლებში „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 11 თებერვალს 18:30 საათზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში