ენმ: აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ხარჯები პატარაძის მეუღლის ორგანიზაციას ხმარდება

08 თებერვალი 2018, 00:00 2985 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის მთავრობას კვლავ წარმომადგენლობითი ხარჯების გასაჯაროვებას სთხოვს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის დამალვა ზურაბ პატარაძის მეუღლის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდება. ლაშა ადამია აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები სწორედ  ამ ორგანიზაციის საქმიანობას ხმარდება, მაგალითისთვის  კი სოფიო ბაკურიძის ესტონეთში ვიზიტი დასახელდა, სადაც მისი მტკიცებით, ბაკურიძეს თან საჯარო მოხელეები ახლდა.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ორგანიზაცია “ერთმანეთისთვის” დამფუძნებელი. სოფიო ბაკურიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციას დაარსების დღიდან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები აფინანსებს და მათი ვიზიტი ესტონეთთშიც სწორედ ესტონური მხარის მიერ იყო დაფინანსებული. ბაკურიძე ამტკიცებს, რომ მას არასდროს უსარგებლია აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი