ხულოს მოსახლეობის ნაწილს მეორე დღეა წყალი არ მიეწოდება

02 თებერვალი 2018, 00:00 2503 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი, მეორე დღეა არ მიეწოდება. შეზღუდვებია დაბა ხულოსა და  ახლომდებარე სოფლებში.

წყლის სათავე ნაგებობასთან მეწყერი ჩამოწვა. პროცესებს ძლიერი ყინვაც დაემატა, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ხარვეზები ამიტომ შექმნა - აცხადებენ ხულოს წყლის კომპანიაში.

უხვი ნალექის გამო, სააღმზრდელო პროცესი  20 საბავშვო ბაღიდან ექვსში დღესაც არ განახლდა. 

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები კი სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

გზებზე არსებული ლიპყინულის გამო, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის ასევე ავტომობილების მძღოლებისათვის  გადაადგილება გართულებულია. საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მძიმე ტექნიკა სოფლების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, დაბლობში კი 1 მეტრამდეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი