მსვლელობა ქუჩებში, ფლეშმობი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კონცერტები და გამოფენები-ქობულეთში სახალხო ზეიმი ''ქობულეთობა'' აღინიშნა. მთავარი ლოკაცი ზღვისპირა პარკი იყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის დაგემოვნება იყო შესაძლებელი. სახალხო ზეიმი კონცერტით დასრულდა. ღონისძიებისთვის 28 ათასი ლარი დაიხარჯება.